8-10-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთსა და აჭარაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
2 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლენილია ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეებს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები კუთვნილ მიწის ფართობზე და სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ჰქონდათ დამონტაჟებული. საამქროების ტერიტორიებზე ასევე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 24 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), თხმელას (მურყანი) სახეობის 2 კუბურმეტრზე მეტი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და წიფლის სახეობის 7 კუბური მეტრი მოცულობის კოტრი.
2 უკანონო ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი დაილუქა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში - შუბანსა და დარჩიძეებში.
ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, 52 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |