გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GITA -ს მხარდაჭერით, ტექნოლოგიური კონფერენცია ProdAct Conference 2023 – HOW?“გაიმართა

11-10-2023

GITA - ს მხარდაჭერითა და ProdAct Community - ის ორგანიზებით, Radisson Blu Iveria-ში ტექნოლოგიური კონფერენცია „ProdAct Conference 2023 – HOW?“ გაიმართა, რომელსაც 400-მდე სტუმარი დაესწრო. კონფერენციის მთავარი თემატიკა პროდუქტების მენეჯმენტზე, დიზაინზე, მარკეტინგსა და დეველოპმენტზე იყო ფოკუსირებული. შესაბამისად ღონისძიება ორიენტირებული იყო შემდეგ თემებზე: წარმატებული პროდუქტის მენეჯერების ხედვის გაცნობა; Product design: Here’s how we do it; მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა; Agile მეთოლოგიების როლი ციფრული ტრანსფორმაციის პროცესებში.

 

კონფერენცია ხუთ სექციას მოიცავდა და აერთიანებდა პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, „ნეთვორქინგის“ ფართო შესაძლებლობებსა  და საჯარო გამოსვლებს. ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიის წინაშე 30-მდე სპიკერმა ისაუბრა, როგორც წარმატებული ქართული კომპანიებიდან, ისე მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაციებიდან.

 

ღონისძიების ფარგლებში,სტუმრებისა და ჟიურის წინაშე, ორგანიზატორების მიერ შერჩეული ხუთი სტარტაპი წარსდგა. ჟიურის შეფასებითა და გადაწყვეტილებით, გამარჯვებული სტარტაპი Globalize - ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრება, ხოლო დანარჩენი ოთხი წარსდგება Startup Central Eurasia -ს მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ ღონისძიებაზე.

 

ProdAct Community-ის მიზანია, საქართველოში გაზარდოს პროდუქტის მენეჯმენტის ცნობადობა, გააერთიანოს ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები, დაეხმაროს აღნიშნული ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს ცოდნის მიღებასa და კომუნიკაციაში და ასევე, წაახალისოს ორგანიზაციებში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესები.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031