გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის ძალების რაოდენობა არა უმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება

13-10-2023

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სხდომაზე თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ მთავრობის წარდგინება განიხილა.


საკითხი პარლამენტის წევრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გააცნო.


2024 წელს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) არა უმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება.


კომიტეტმა საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031