23-10-2023
რუსული Forbes-ის გამომცემელი კომპანიის მფლობელი, მაგომედ მუსაევი ბიზნეს პარტნიორებთან კერძო საუბრებში აცხადებს, რომ Forbes-ის ყველა მედია ჯგუფი იყიდა. ამის შესახებ The Washington Post-ი 5 აუდიო და ვიდეო ჩანაწერზე დაყრდნობით წერს, სადაც ბიზნესმენი, რომელსაც გამოცემა კრემლთან დაკავშირებულს უწოდებს, გარიგებაზე საუბრობს.
როგორც ვრცელდება, ჩანაწერები მუსაევის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ წვეულებამდე რამდენიმე დღით ადრეა ჩაწერილი. „ეს-ესაა გლობალური Forbes-ი ვიყიდე. როცა ხელში გაქვს მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ბრენდის გასაღები, ეს გასაღები წვდომას მომცემს ნებისმიერ ადამიანზე“, - ამბობს მუსაევი ერთ-ერთ ჩანაწერში.
როგორც The Washington Post-ი წერს, მუსაევი ამას „ისევ და ისევ“ იმეორებდა. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთ ჩანაწერში ის რუს ბიზნესმენს, ოსტინ რასელს ახსენებს და გარიგებასთან დაკავშირებულ პირად ასახელებს.
13-05-2026
| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||