26-10-2023
დასავლური კომპანიები რუსეთს „კინჟალის“ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების წარმოებაში ეხმარებიან - გამოცემა The Insider-ის ცნობით, რაკეტის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობისა და კომპონენტების მიწოდებას გერმანული, პოლონური, ლიეტუვური, ლატვიური, ბელგიური, ბრიტანული და ამერიკული კომპანიები უზრუნველყოფენ.
The Insider-ის ინფორმაციით, „კინჟალებს“, ისევე, როგორც „ისკანდერებს“ აწარმოებს კორპორაცია KB Mashinostroyeniya, რომელიც სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხს“ ეკუთვნის.
ჟურნალისტების ინფორმაციით, რაკეტების წარმოებისთვის საჭირო სახარატო ჩარხებს საწარმოს აწვდის გერმანული კომპანია KEB-ის პარტნიორი KEB-Рус. გერმანიიდან შედის რუსეთში ელექტრონული კომპონენტების დამცავი შეფუთვისთვის საჭირო კოჭები და ლენტები - ამაზე კომპანია Advantek GmbH არის პასუხისმგებელი. გარდა ამისა, რაკეტებში გამოიყენება ამერიკული ჩიპები, რომლებსაც „კინჟალების“ მწარმოებელი ჩინეთიდან იღებს. ჩიპები რუსეთში 2021 წელს შექმნილ Etc Electronics-ს შეაქვს, თუმცა, მის წინააღმდეგ სანქციები არაა დაწესებული.
KB Mashinostroyeniya-ს ხელმძღვანელობს სერგეი პიტიკოვი. The Insider-ის ცნობით, მისი ქალიშვილი და შვილიშვილები შვედეთში ცხოვრობენ. სერგეი პიტიკოვის ქალიშვილმა მაია პიტიკოვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „პუტინის რეჟიმი დანაშულებრივ, სისხლიან, უაზრო ომს აწარმოებს“, თუმცა საკუთარი მამის საქმიანობაზე საუბარი არ ისურვა.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |