გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ვიზიარებ თენგიზ არჩვაძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, თანაგრძნობას ვუცხადებ მთელ საქართველოს

28-10-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი მსახიობის თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.


როგორც მთავრობის მეთაური "ფსისბუქზე" აღნიშნავს, თენგიზ არჩვაძე ქართული კინემატოგრაფიის ნამდვილი ვარსკვლავი იყო.


"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი მსახიობის, ხელოვნების უბადლო ოსტატის - თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო.


თენგიზ არჩვაძე ქართული კინემატოგრაფიის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. იგი ხასიათდებოდა ღირსეული პიროვნული თვისებებით, რის გამოც მაყურებელი მას ყოველთვის დიდი სიყვარულითა და სითბოთი გაიხსენებს.


თენგიზ არჩვაძე იმ პლეადის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში.


ვიზიარებ თენგიზ არჩვაძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, თანაგრძნობას ვუცხადებ მთელ საქართველოს", - აღნიშნავს პრემიერი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031