გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: ოპოზიციამ დაინახა, რომ სტატუსის მონიჭების ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეცვალა რიტორიკა

30-10-2023

ოპოზიციის შეცვლილი რიტორიკის მიზეზებზე საუბრობს ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი და აცხადებს, რომ სტატუსის მონიჭების ალბათობის ზრდასთან ერთად, ოპოზიცია თვითლუსტრაციას ახდენს.

 

„ოპოზიციამ დაინახა, რომ სტატუსის მონიჭების ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეცვალა რიტორიკა. ახლა ისინი ამბობენ, რომ ამ სტატუსს დიდი არაფერი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ან ამბობენ, რომ მისი მიღების შემდეგ, ბევრი არაფერი შეიცვლება და ა.შ. ანუ, ნარატივი რადიკალურად შეცვალეს იქიდან გამომდინარე, რომ ცდილობენ ისევ ოპოზიციურ მდგომარეობაში იყვნენ ხელისუფლების მიმართ.

 

რეალურად, ეს არის ევროინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. გადამწყვეტია ის რეფორმები, რომელსაც საქართველო ახორციელებს,“ - დასძინა ეკა სეფაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031