გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ლატარია ოპოზიციონერ დეპუტატებზე: ეს ის ქალები არიან, რომლებიც ტაშს უკრავდნენ გვარამიას, რომელმაც ქალბატონს ხელი შემოარტყა, ამათ უკვირთ თურმე, ქალების მიმართ უპატივცემულობა

1-11-2023

ექსპერტი ირაკლი ლატარია დეპუტატებს, ანა წითლიძესა და ალუდა ღუდუშაურს შორის პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე ქალი ოპოზიციონერების რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს.


ლატარია აქვეყნებს ფოტოს, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელ ქალ დეპუტატებს თეა წულუკიანის წინ შეურაცხმყოფელი ბანერი აქვთ გაშლილი და წერს, მათ არ უნდა უკვირდეთ ქალის მიმართ უპატივცემულობა.


"და ეს ქალები საუბრობენ დღეს, რომ თურმე ,,პახმელიაზე თავი ვერ წამოწია" არის უხამსობა? ეს ის ქალები არიან, რომლებიც ტაშს უკრავდნენ გვარამიას, რომელმაც ქალბატონს ხელი შემოარტყა, რომელიც ქალბატონს ,,@ლე ქალას" ეძახდა. მართლაც რომ სასაცილოა სატირალი რომ იყოს, აი ეს ქალები საუბრობენ რაიმე უმსგავსობაზე და ამათ უკვირთ თურმე, ქალების მიმართ უპატივცემულობა. ხო მართლა, ჰელოუინი დღეს არის? ეს ისე, გამახსენდა" - წერს ლატარია Facebook-ზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031