გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქალაქ კასპში, ქართლის და თბილისის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

15-11-2023

კასპში, ვარჯაანის დასახლებაში ქართლის და თბილისის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.


ამჟამად, ორივე ქუჩაზე შპს „დინ გრუპი“  გზის მოსწორება - მოშანდაკების და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოს აწარმოებს.


ქუჩების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან აჩიკო გიგოლაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად გაეცნო.


პროექტის ფარგლებში გარდა ქართლის და თბილისის ქუჩებისa, დაგეგმილია აჭარის, კახეთის და ბარათაშვილის ქუჩების მოასფალტების სამუშაოები.


პროექტი გარდამავალია და  810 005 ლარის ფარგლებში რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031