გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ადმინისტრაცი ტურისტულ გამოფენაზე - "TT Warsaw" მონაწილეობს

24-11-2023

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე "TT Warsaw" მონაწილეობს.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გამოფენაში მონაწილეობას იღებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის, სამეგრელოსა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 15-მდე ქართული ტურისტული კომპანია.


გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის ძირითადი ტურისტული მიმართულებების შესახებ.


"TT Warsaw 2023"- ში 50 ქვეყნის 247 კომპანია მონაწილეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031