გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს 2024 წელს დაგეგმილი, ჯამში თითქმის 6,7 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე

27-11-2023

ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს 2024 წელს დაგეგმილი. ჯამში თითქმის 6,7 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე მთლიანად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია დაგეგმილი და საჭიროა აქტიური, ეფექტური მუშაობა და დროული გადაწყვეტილებები.


„ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს 2024 წელს დაგეგმილი. ჯამში თითქმის 6,7 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე მთლიანად. აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ირაკლი ქარსელაძის სამინისტროს ბიუჯეტი და ყველა სამინისტროს ჩადებული აქვს ეს ხარჯები, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს, საჭიროა მაგარი, აქტიური, ეფექტური მუშაობა, დროული გადაწყვეტილებები და ვფიქრობ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728