გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის ძალების მორაგბეთა გუნდმა დუბაის საერთაშორისო ჩემპიონატში მე-3 საპრიზო ადგილი მოიპოვა

9-12-2023

საქართველოს თავდაცვის ძალების მორაგბეთა გუნდმა დუბაის საერთაშორისო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. მორაგბეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა. მან გუნდის წევრებს საერთაშორისო ტურნირში ქვეყნის წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და უწყების სახელით სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა.


საქართველოს თავდაცვის ძალების მორაგბეთა გუნდმა მეოთხედფინალში დიდი ბრიტანეთის გუნდი ანგარიშით - 14:12 დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა.


დუბაის საერთაშორისო ტურნირი ,,დუბაის შვიდკაცა“ 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 32 გუნდი მონაწილეობდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930