გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

10-12-2023

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საქართველოს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს შეხვდნენ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს და „ჩვენი ჯარის“ პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.


სტუდენტები თავდაცვის ახალი კოდექსით დაგეგმილ სიახლეებსაც გაეცნენ, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მათ ინფორმაცია მიიღეს როგორც პროფესიული სამხედრო სამსახურის, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და რეზერვის სახეობების შესახებ.


სტუდენტებმა კოდექსთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს.


პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული ჯარის პოპულარიზაციას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებასა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031