13-12-2023
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს:
ტურიზმის ხელშეწყობისათვის, გათვალისწინებულია 236 მლნ ლარი, მათ შორის, 191 მლნ ლარი მოხმარდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც გათვალისწინებულია ახალი 5 წლიანი პროგრამის ფარგლებში, რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენს 1 მილიარდ ლარს.
• 2024 წელს ამ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ბორჯომის, ქუთაისის, წყალტუბოს, თელავის, ბათუმის, მესტიის, მცხეთის, ზუგდიდისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ცენტრალური უბნების განახლების, ტურისტულად მიმზიდველი სივრცეების შექმნისა და განვითარების ღონისძიებების დაფინანსების გაგრძელება, ჯამურად 161 მლნ ლარის ოდენობით;
• 2024 წელს, გათვალისწინებულია მიმდინარე წელს დაწყებული გუდაურის ახალი საბაგირო გზის მშენებლობის დასრულება ჯამური 66 მლნ ლარის ღირებულებით. ასევე, 2 ახალი 2.2 კმ-იანი საბაგიროს დასრულებისთვის 2024 წელს გათვალისწინებულია 30 მლნ ლარი.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |