13-12-2023
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს გარემოს დაცვის მიმართულებაზე დაიხარჯება 650 მლნ ლარზე მეტი, მათ შორის, მუნიციპალური გარემოსდაცვითი პროგრამებისათვის 450 მლნ ლარი. აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში, მათ შორის, გათვალისწინებულია:
• გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის დაფინანსების გასამმაგება;
• ადრეული გაფრთხილებისა და პრევენციის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, დაგეგმილია დამატებითი მეტეოროლოგიური სადგურების შეძენა-მონტაჟი; მყინვარულ ხეობებში შესაძლო ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების დეტალური შეფასება და ქვეყნის მასშტაბით მსხვილი მეწყრული უბნების გეოლოგიური კვლევა და თანამედროვე მონიტორინგის სისტემის ინსტალირება (24 მლნ ლარი);
• გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ღონისძიებების დაფინანსება - 29 მლნ ლარით;
• სატყეო სისტემების მართვისთვის - 35 მლნ ლარი;
• დაცული ტერიტორიების მართვისთვის - 23 მლნ ლარზე მეტი. გადამუშავებულ ვარიანტთან შედარებით, პროგრამისთვის დამატებით გამოიყო 3,0 მლნ ლარი. აღნიშნული თანხა წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების პროგრამის ხელშეწყობისთვის გერმანიის მიერ გამოყოფილ გრანტს და მის თანადაფინანსებას;
• მყარი ნარჩენების მართვისთვის - 88 მლნ ლარი.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |