გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, როგორმე ეკონომიკური სახელმძღვანელოების შესავალს გასცდნენ და იქნებ ცოტა მეტი წაიკითხონ, რათა გაიგონ, რა არის ეკონომიკა

13-12-2023

საქართველოს პარლამენტში 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას “ხალხის ძალის” წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ოპოზიციის კრიტიკას კრიტიკითვე უპასუხა და ეკონომიკის სახელმძღვანელოებში შესავლის გარდა სხვა რამის წაკითხვისკენაც მოუწოდა.


“მე იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალ წლებში ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდება, უკეთესად შევძლებთ გამოწვევებზე პასუხს და სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებას. ოპოზიციას კი მოვუწოდებ, როგორმე ეკონომიკური სახელმძღვანელოების შესავალს გასცდნენ და იქნებ ცოტა მეტი წაიკითხონ, რათა კარგად გაიგონ, რა არის ეკონომიკა, რას ნიშნავს, რას ისახავს მიზნად და როგორ უნდა დაიგეგმოს ბიუჯეტი,” - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031