გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი- საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია! მადლობას ვუხდი ევროპელ ლიდერებს საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის

15-12-2023

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია! ,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.


მთავრობის მეთაური ევროპული საბჭოს პრეზიდენტს- შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს-ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს - ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის მადლობას უხდის.


"საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია! მადლობას ვუხდი ევროპულ საბჭოს, ევროპელ ლიდერებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს-შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს-ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს - ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის. ვრჩებით მიზნის ერთგულნი და მოუთმენლად ველით წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031