გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის მინისტრი „Glock GmbH“ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

15-12-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე „Glock GmbH“ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. საერთაშორისო გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტთან და რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელთან შეხვედრაზე კომპანიასა და თავდაცვის უწყებას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.


თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს საქართველოში სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობა და სიახლეები გააცნო.


შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში საქმიანობის გაფართოების კუთხით დაინტერესება გამოხატეს და ადგილობრივი წარმოების პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031