გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

27-12-2023

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის ლაშა გუჯეჯიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.


„თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 27 დეკემბერს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის, ლაშა გუჯეჯიანის დაღუპვის გამო.


პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930