გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უზნაძის ქუჩაზე ახალი სკვერი გაიხსნა

15-09-2018

ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩა N4-ში ახალი სკვერი გაიხსნა.


პროექტის ფარგლებში, 400 მ2 ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი, სასმელის წყლის შადრევანი და საჩრდილობელი მოეწყო. დამონტაჟდა განათებები, განთავსდა სანაგვე ურნები და საპარკე სკამები. სავალი ბილიკები მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით, სკვერის გარშემო კი, ლითონის ღობე მოეწყო.


სკვერი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და საკრებულოში რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ გახსნეს.


„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც თბილისში მსგავსი გარემო იქმნება. უზნაძის N4-ში, სადაც 200-მდე ოჯახი ცხოვრობს, ახალი პროექტით, სკვერის მშენებლობა განვახორციელეთ. ყოვლად გამოუყენებელ, თითქმის ნაგავსაყრელად ქცეულ ადგილზე, მოსახლეობასთან ერთად, სკვერის გახსნას ვზეიმობთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.


ახალგახსნილ სკვერში ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა, ადგილობრივებთან ერთად, გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კომპანია Our Group-მა შეასრულა. პროექტის ღირებულება 67958 ლარს შეადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930