გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: შანხაი ჩინეთის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით, არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პერსპექტივა

18-01-2024

შანხაი ჩინეთის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე, არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პერსპექტივა. იმედი გვაქვს, ამ პერსპექტივას მაქსიმალურად გამოვიყენებთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჩინეთში განაცხადა.


მისი თქმით, შანხაის მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


„ჩინეთში ვიზიტს განვაგრძობთ ქალაქ შანხაიში. შევხვდით შანხაის მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელობას. გვქონდა საუბარი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. განსაკუთრებით შევეხეთ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. შანხაი ჩინეთის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე, არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პერსპექტივა და იმედი გვაქვს, რომ ამ პერსპექტივას მაქსიმალურად გამოვიყენებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031