გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე: აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე

19-01-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან ისააკ ჰერცოგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.


პრემიერის თქმით, აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე.


„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან, რომლის დროსაც აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე, ისევე როგორც ყოვლისმომცველი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელობაზე. იმედს გამოვთქვამ, რომ მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს მიღმა", -  აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728