გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნათაღლითარი ფულით უცხო ქვეყნის დავალებების შესრულება სახელმწიფოს ღალატის ტოლფასია“ - გოგა ხაინდრავა დავით უსუფაშვილზე

23-01-2024

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებას ეხმაურება. ცნობისთვის, დავით უსუფაშვილმა დაადასტურა, რომ თინა ხიდაშელის ორგანიზაცია დაფინანსებას ტაივანიდან იღებს.


ხაინდრავას თქმით, საქართველოს მოქალაქის მიერ ანაზღაურების სანაცვლოდ ქვეყნის საზიანოდ მოქმედება, სახელმწიფოს ღალატის ტოლფასია.


„ანექსიის პირობებში, საერთაშორისო სამართლის მიერ არაღიარებული სუბიექტისგან, ფულადი ანაზღაურების საფასურად ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედება ჯაშუშობის ტოლფასია! ნათაღლითარი ფულით, უცხო ქვეყნის დავალებების შესრულება სახელმწიფოს ღალატის! გამგები გაიგებს“, - წერს ხაინდრავა სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930