გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, მოდის საერთაშორისო გამოფენაზე - Who's Next ქართული ბრენდები პირველად წარდგნენ

25-01-2024

20-22 იანვარს, საფრანგეთის დედაქალაქში მოდის საერთაშორისო გამოფენა Who's Next გაიმართა, რომელზეც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, ექსპორტზე ორიენტირებული ქართული ბრენდები პირველად წარდგნენ. 


სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ასევე საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA) მხარდაჭერით,  აღნიშნული გამოფენა საგანგებოდ შეირჩა დამწყები ექსპორტიორი კომპანიებისთვის და უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მათ ახალი საექსპორტო ბაზრების  ასათვისებლად.


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა დიზაინერმა საქართველოდან: Newtorso; god__era, „კოსმო"; „რუმორი"; Patsatsia Nini და „კაბა".


Who's Next მოდის საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც პარიზში წელიწადში ორჯერ იმართება. შოურუმს ყოველ სეზონზე 45 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს, რომელთა 70% ვერიფიცირებული შემსყიდველია.


 Who's Next-ზე წარმოდგენილია, როგორც დამოუკიდებელი და დამწყები დიზაინერების ნამუშევრები, ისე ცნობილი ბრენდებიც. მაღალი რეპუტაციის მქონე ღონისძიებაში მონაწილეობა, ქართველ დიზაინერებს საშუალებას აძლევს გაეცნონ ახალ ტრენდებს, მარტივად დაუკავშირდნენ ბაიერებსა და გაზარდონ საექსპორტო პოტენციალი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930