გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჰოლოკოსტს - კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ტრაგედიას

27-01-2024

დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჰოლოკოსტს - კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ტრაგედიას.კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ხსოვნას, რომლებიც გაუგონარ სისასტიკეს ემსხვერპლნენ, ვადასტურებთ განსაკუთრებულ პატივისცემას სასწაულებრივად გადარჩენილთა მიმართ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, წინ უნდა აღვუდგეთ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ყველა გამოვლინებას.


"დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჰოლოკოსტს - კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ტრაგედიას. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ხსოვნას, რომლებიც გაუგონარ სისასტიკეს ემსხვერპლნენ, ვადასტურებთ განსაკუთრებულ პატივისცემას სასწაულებრივად გადარჩენილთა მიმართჰოლოკოსტის გამოცდილება განუწყვეტლივ შეგვახსენებს მსოფლიო საზოგადოების, ნებისმიერი ხელისუფლების, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას, წინ აღვუდგეთ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ყველა გამოვლინებას, ერთად ვაშენოთ მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანაგრძნობის სამყარო,"- აღნიშნავს პრემიერი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031