გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარი: სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მიმდინარეობს 250 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი

5-02-2024

პარლამენტში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.


გიორგი ამილახვარი: სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია სკოლების მასშტაბური მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი. აღნიშნულის ფარგლებში სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მიმდინარეობს 250 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი.


გარდა ამისა, გაგრძელდება ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი „საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ პროექტი. პროექტი წარმოადგენს განათლების სფეროში ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილ ყველაზე ამბიციურ აქტივობას ევროკავშირის სამეზობლოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031