გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

8-02-2024

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ზემო აჭარაში და ბაღდათში მეწყრის შედეგად, ასევე სოფელ ასურეთის მიმდებარედ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.


„სხდომა მინდა დავიწყო სამძიმრით იმ ადამიანების, მათი ოჯახების და მეგობრების და მთელი ქვეყნის მიმართ, რომლებიც გუშინ და გუშინწინ ზემო აჭარაში და ბაღდათში დაიღუპნენ. ასევე ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა სამი ადამიანი და განსაკუთრებული სამძიმარი მინდა მიშო ბიძინაშვილის მიმართ გამოვთქვა, მედიის წარმომადგენლებს მინდა ვუთხრა ჩვენი სამძიმარი. ძალიან რთული დღეები იყო ამ მიმართულებით და ღრმად ვართ დამწუხრებულები ამ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენი გულწრფელი სამძიმარი მათ.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში, საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის დაწყებისას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031