გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე მთავრობის დამტკიცებაზე: ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაწყებულია და მას ღირსეული გაგრძელება ექნება!

9-02-2024

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის დამტკიცებას. მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალი პოზიცია მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნის წინსვლა დაწყებულია.


"ვულოცავ ბატონ ირაკლის ამ დიდი ნდობის მოპოვებას!


ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ასეთი განათლებული, მოაზროვნე და უაღრესად პასუხისმგებლიანი პრემიერის არჩევას! დღევანდელი დღეც ამის ნათელი მაგალითია.


ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაწყებულია და მას ღირსეული გაგრძელება ექნება!


ამას ვერავინ შეაჩერებს, რადგან ძალა ხალხშია და ხალხი ხელისუფლებასთან!" - წერს ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930