გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ შარმანაშვილი ანა ნაცვლიშვილზე: განათლებაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ამბობს, წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიულია და პოლიტსაბჭოს წევრიო; არ ვიცი, სად მიიღო ასეთი „განათლება“

9-02-2024

განათლებაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ამბობს - წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიულია და პოლიტსაბჭოს წევრიო. ამას რომ იტყვის საპარლამენტო რესპუბლიკის „განათლებული“ დეპუტატი, სად მიიღო ასეთი „განათლება“ არ ვიცი - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები არიან მინისტრები, რაც მისი აზრით, პრობლემაა.

 

როგორც თენგიზ შარმანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დამღლელია ანა ნაცვლიშვილის მიერ თავისი უპირატესობების დემონსტრირება.

 

„განათლებაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ამბობს, წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიულია და პოლიტსაბჭოს წევრიო. ამას რომ იტყვის საპარლამენტო რესპუბლიკის „განათლებული“ დეპუტატი, სად მიიღო ასეთი „განათლება“ არ ვიცი, რომ თურმე პარტიული რომ არის მინისტრი ეს არის ანომალია, წარმოუდგენელი თემაა, თან შინაგან საქმეთა მინისტრიო.

 

ვთქვათ ჟურნალისტები უშვებენ შეცდომას და ხანდახან შინაგან საქმეთა მინისტრს პირველ პოლიციელს ეძახიან, მაგრამ „განათლებული“ ქალი იგივეს ხომ არ უნდა აკეთებდე, მაგალითს ხომ უნდა აძლევდე? დამღლელია ამ ქალბატონის მიერ თავისი უპირატესობების დემონსტრირება. ნაპოლეონს აქვს ერთი რამ ნათქვამი - „არ შეუშალო შენს მოწინააღმდეგეს ხელი შეცდომის დაშვებაში“, ამიტომ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ, არ შევუშლი ხელს, გააგრძელოს ამ შეცდომებით სიარული“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930