გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ექიმი გივი პისარევი: პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებაში დავინახეთ ის, რისი დანახვაც გვინდოდა

11-02-2024

პრემიერის განცხადებაში დავინახეთ ის რისი დანახვაც გვინდოდა. შესაბამისად გვაქვს იმედი და რეალურად გვჯერა, რომ ნელნელა ეს პროცესი ბატონ პრემიერის განცხადებას გაყვება და ჩვენთვის სასარგებლო მიმართულებებს მიიღებს, - ამის შესახებ ექიმმა გივი პისარევმა განაცხადა, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟს აპროტესტებს.

 

მისი თქმით, პრემიერის განცხადება სრულიად განსხვავდება ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებისგან.

 

„პრემიერმა განაცხადა რომ ჩვენს კლინიკაში მუშაობენ დამსახურებული ადამიანები და აუცილებლად გადაწყვეტილება უნდა იყოს კოლექტივთან შეთანხმებით და კოლექტივის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს ჩვენი აღქმით არის სრულიად განსხვავებული პოზიციაა ვიდრე აქ თუნდაც დღევანდელ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში,“- განაცხადა გივი პისარევმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031