გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: ხაზარაძე იმდენად ბრიყვია, რომ პროკურორის ფუნქციაც არ იცის. პროკურორი არავის „აციმბირებს" და „ამოსკოვებს", მისნაირ თაღლითებს უმტკიცებს ბრალდებას

13-02-2024

უმრავლესობის წევრი, „ხალხის ძალის" ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი „იმედინიუსთან" გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მართალია ის არაა პროკურორი, მაგრამ არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში.


„ხაზარაძე იმდენად ბრიყვია, რომ პროკურორის ფუნქციაც არ იცის. პროკურორი არავის „აციმბირებს" და „ამოსკოვებს", მისნაირ თაღლითებს უმტკიცებს ბრალდებას. ჩარჩენილია საბჭოთა კავშირში. რაც შეეხება მისი მხრიდან „პოლიტიკური გზავნილის" ხსენებას, ეს პირდაპირ ადასტურებს, რომ დაგეგმილი აქვს პოლიტიკური რეპრესიები და ის ამ გზავნილით არაფრით არ განსხვავდება მავნებელი ნაცისგან, ის არის ნაცზე უარესი ნაცი, ანუ „ნაცის ნაცი" და ამიტომაც არანაირი შანსი არ ააქვს ხელისუფლებაში მოსვლის" - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031