გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

14-02-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა.
 
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები გამართა საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან: იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში − არჩილ ძულიაშვილთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში − პაატა კალანდაძესთან, ქუვეითის სახელმწიფოში − ნოშრევან ლომთათიძესთან,   ისრაელის სახელმწიფოში − ზაზა კანდელაკთან, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში − ზურაბ მჭედლიშვილთან, ინდოეთის რესპუბლიკაში − ვახტანგ ჯაოშვილთან და ესტონეთის რესპუბლიკაში − ზურაბ ხამაშურიძესთან.


 ირაკლი კობახიძემ ელჩებთან მათი დიპლომატიური მისიების პრიორიტეტები განიხილა და კონკრეტული დავალებები მისცა.
მთავრობის მეთაურმა ახალ ელჩებს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031