გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი გვარამიას აღიარებაზე: ეს არის ჟანრი, როდესაც უმძიმეს წამებას და სასტიკ დანაშაულებს უწოდებენ შეცდომებს-მათ ხელისუფლებაში დაბრუნების არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არ ექნებათ

16-02-2024

„თითქოს ფაქტს ვერ გაურბიან, მაგრამ ძალიან მსუბუქად აფასებენ. ეს არის ის ჟანრი, როდესაც უმძიმეს წამებას და სასტიკ დანაშაულებს უწოდებენ შეცდომებს“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომლითაც ნიკა გვარამიას ერთ-ერთ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ შეცდომებზე საუბრობს.


როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მათ ხელისუფლებაში დაბრუნების არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არ ექნებათ.


„რა თქმა უნდა, ამით საზოგადოებას ვერ შეუქმნიან ვერავითარ განსხვავებულ წარმოდგენას. ამ ხალხზე ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას და რა თქმა უნდა, ამ ხალხს ხელისუფლებაში დაბრუნების არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არ ექნებათ“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031