გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეუთო საპრეზიდენტო არჩევნებზე 28 გრძელვადიან და 350 მოკლევადიან დამკვირვებელს მოავლენს

19-09-2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს, ელჩ გერტ-ჰაინრიხ  არენსს უმასპინძლა.

 

შეხვედრისას ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (OSCE/ODIHR) საქართველოს თანამშრომლობის საკითხებსა და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილემ  ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ ქართული მხარის მოწვევაზე დადებითი გამოხმაურებისათვის მადლობა გადაუხადა და დაუდასტურა მზაობა მაქსიმალური დახმარება გაუწიოს სადამკვირვებლო მისიას ეფექტურ ფუნქციონირებაში.

 

OSCE/ODIHR წლევანდელ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიით იქნება წარმოდგენილი.  მისიის მანდატით, საპრეზიდენტო არჩევნებს 400-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031