გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხორბლის იმპორტიორები ხვალიდან ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვას აპირებენ

19-09-2018

ლილოს ტერმინალთან შეკრებილი აქციის მონაწილე მძღოლები ხვალიდან ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.


მათი განცხადებით, ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ფინანსთა მინისტრი არ გააუქმებს ბრძანებას, რომელის მიხედვითაც ხორბლის სახმელეთო გზით იმპორტი აიკრძალა.


აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებების გამართვა შემოსავლების სამსახურმა შესთავაზა, თუმცა უარი განაცხადეს. ისინი  ბრძანების გაუქმებამდე მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930