გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა დავითულიანი გახარიას შესახებ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: რა თქმა უნდა თანამშრომლობენ, საკრებულოებში უმრავლესობა აქვთ შეკრული ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა ნაცმოძრაობა ვინმესთან მართალია

22-02-2024

რა თქმა უნდა თანამშრომლობენ, იმიტომ, რომ საკრებულოებში უმრავლესობა აქვთ შეკრული - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობა“ გახარიას პარტიასთან სამომავლოდ კი არა, დღესაც თანამშრომლობს.


მისი თქმით, მცირე საკრებულოებში, სადაც მოახერხეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას გუნდს ემუშავა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, შეკრეს უმრავლესობა და ეწევიან საბოტაჟს.


„ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ვინმესთან მართალია, რა თქმა უნდა თანამშრომლობენ, იმიტომ, რომ საკრებულოებში უმრავლესობა აქვთ შეკრული. იმ მცირე საკრებულოებში, სადაც მოახერხეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას გუნდს ემუშავა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, შეკრეს უმრავლესობა და ეწევიან საბოტაჟს, ადგილზე რაიონებში და რეგიონებში, ყოველდღიური ყოფის დონეზე ქმნიან პრობლემებს“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930