გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო

23-02-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
 
მთავრობის მეთაურმა პარლამენტის თავმჯდომარესთან − შალვა პაპუაშვილთან ერთად იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ირაკლი კობახიძე პარლამენტში არსებულ ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრო.
 
ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031