გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო დოლიძე უცხოელი დონორების მხრიდან პარტიული NGO - ების დაფინანსებაზე: ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო ორგანიზაციები და პარტიები თანამშრომლობენ ქვეყნის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად

27-02-2024

არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც შეიქმნა, არსებობს პარტიების მონიტორინგის სხვადასხვა მექანიზმი და ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შეხედონ, ხდება თუ არა მაგალითად პარტიებისთვის ისეთი შემოწირულობა, რომელიც კანონმდებლობასთან არ არის თავსებადი, - ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა.

 

დოლიძემ უპასუხა შეკითხვას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული თანხების პოლიტიკური პარტიების მიერ გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, სამოქალაქო ორგანიზაციები და პარტიები ქვეყნის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად თანამშრომლობენ.

 

"თუ ასეთი ხდება [პარტიების კანონმდებლობასთან არათავსებადი გზით დაფინანსება], ამას ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა მიხედოს, ხოლო თუ უბრალოდ მოსაზრებების გაზიარებაზეა საუბარი, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო ორგანიზაციები და პარტიები თანამშრომლობენ ქვეყნის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად", - განაცხადა დოლიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031