გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

28-02-2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობით შეხვედრებს მართავს. ირაკლი ჩიქოვანმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.


მინისტრმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.


შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილიც. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031