გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: გომისმთამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

29-02-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „გომისმთამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს“.

 

როგორც ცნობილია, პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 18.8 მილიონი ლარია.

 

„გომისმთამდე (მაღალმთიანი კლიმატური საზაფხულო კურორტი გურიაში) მისასვლელი საავტომობილო გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც მთაგორიან, დაუსახლებელ რელიეფზე გადის.

 

არსებული გზა დაზიანებული და ხრეშოვანი იყო, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და განახლება, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონების მოწყობა.

 

გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა, საგზაო ბოძკინტების დაყენება და სავალი ნაწილის მონიშვნა. გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ტურისტებისა და ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

 

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 18.8 მილიონი ლარია“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031