4-03-2024
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ გასული 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ექსპერტის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და დავით კეზერაშვილი, "ერთმანეთს ასწრებენ" ლობისტური კომპანიების მოქრთამვას, რაც საქართველოში რუსულად შერაცხილმა Fara-ს კანონმა გამოავლინა.
"ნახეთ!
სად ხარჯავს ქართველი ხალხისათვის და ქართული ჯარისადმი წაგლეჯილ, მოპარულ ფულს ავაზაკი კეზერაშვილი და მისი ხროვა!
ნახეთ!
სად წავიდა ამ უშუბლძარღვოთა მიერ მოპარული 420 ათასი $!
ნახეთ!
როგორ ასწრებენ ერთმანეთს ლობისტური ფირმების მოქრთამვაზე სააკაშვილის ოჯახი და ქურდბაცაცა ყოფილი თავდაცვის მინისტრი კეზერა!
ეს ფაქტობრივი დანაშაული სწორედ აქაური მუქთამჭამებლების მიერ ვითომდაც "რუსულად" შერაცხილმა, სინამდვილეში კი ამერიკულმა "FARA"- ს კანონმა გამოამზეურა!
ამიტომაც აუცილებელია საქართველოში ანალოგიური "FARA"-ს კანონის მიღება, რათა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან-კრემლიდან, ტაივანიდან, მანჯურიიდან, აშშ-დან, ბრიუსელიდან, პარიზიდან, ლონდონიდან, სომალიდან...
ჩვენში ე.წ. უსამშობლო პარტიების, ენჯეოების და ფიზიკური პირებისათვის გადმორიცხული და აქედან მათ მიერ გადარიცხული თანხები გახდეს საჯარო და გამჭვირვალე!" - წერს ედიშერ გვენეტაძე.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||