გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: დღეს 1%-იანი პარტიები გონორით საუბრობენ, ასეთია „ლელო“, რომლის ერთადერთი პოლიტიკური მიღწევა არის ის, რომ 2020 წლის არჩევნებში აიღო 3% და 2021 წლის არჩევნებში 2%

7-03-2024

დღეს 1%-იანი პარტიები გონორით საუბრობენ, ასეთია „ლელო“, რომლის ერთადერთი პოლიტიკური მიღწევა არის ის, რომ 2020 წლის არჩევნებში აიღო 3% და 2021 წლის არჩევნებში, ერთ წელიწადში 2%, ანუ 1% დაკარგა ერთ წელიწადში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი2“-ს ეთერში გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.


პაპუაშვილის თქმით, „ლელო“ ისეთი გონორით საუბრობს თითქოს საგვარეულოდ ჩაბარებული აქვთ საქართველოში ხელისუფლებაში ყოფნა და უნდა დაიბრუნონ საგვარეულო ტიტული.


„ისეთი გონორით საუბრობენ გეგონება საგვარეულოდ ჩაბარებული აქვთ საქართველოში ხელისუფლებაში ყოფნა და ახლა უნდა დაიბრუნონ საგვარეულო ტიტული ქართველი ხელისუფლების. ასეთი გონორები აქვთ დაწყებული განცხადებებით და დამთავრებული ავტომარკით, რომლითაც მოძრაობენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031