გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთის მერმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

8-03-2024

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან  და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პირადად მიულოცა ქალთა საერთაშორისო დღე -  8 მარტი და ყვავილები გადასცა.


"უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. თქვენ ჩვენი სიცოცხლის სადარაჯოზე დგახართ. წარმატებები როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში" განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031