გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გუდაუთაში შუახნის მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო

21-09-2018

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში 1958 წელს დაბადებული მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო.

ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.


ამავე ცნობით, შემთხვევის შესახებ შესაბამის სამსახურს თვითმხილველებმა შეატყობინეს. ადგილზე მისულმა მყვინთავებმა კი ცხედარი, დაახლოებით, 5 წუთში იპოვეს და ამოიყვანეს.


გარდაცვლილი სოფელ პრიმორსკოეს მკვიდრი იყო.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930