გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: 2008 წლის ომზე გამოძიება აუცილებლად დასაწყებია, ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი

13-03-2024

ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ხალხის ძალის“ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ თუ გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს შეაწყალებინებს, არჩევნებს აღარ დაელოდებიან და 2008 წლის ომის შესახებ გამოძიების დაწყებას არჩევნებამდე მოითხოვენ.


ექსპერტი აღნიშნავს, რომ 2008 წლის ომზე გამოძიება აუცილებლად დასაწყებია, რათა მომავალმა თაობამ იცოდეს თავისი უახლესი ისტორია და მომავალში აღარ გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის "გაპრავებას" დააპირებენ.


„იქნებ ვინმემ თქვას, ეს გადაწყვეტილებაც კრემლის დავალებააო? განცხადებაში მოყვანილია თავად სააკაშვილის, მისი მონების და მათი უცხოელი პარტნიორების გამონათქვამები 2008 წლის ომზე. ასე რომ გამოძიება აუცილებლად დასაწყებია, ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი, რათა მომავალმა თაობამ იცოდეს თავისი უახლესი ისტორია და მომავალში აღარ გამოჩნდნენ ზურაბიშვილის, კვესიტაძის, ჟიჟილაშვილის, გუბაზის და ა.შ. ადამიანები, ვინც დააპირებენ სააკაშვილის სისხლიანი, მტრული რეჟიმის "გაპრავებას"-წერს ნინო ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031