გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ნაცმოძრაობა პარლამენტში გაზრდილ ბიუჯეტს რომ ანაწილებდა, თუ ეკონომიკა ჩამოშლილია და მართლა სჯერათ იმის, რასაც იტყუებიან, მაშინ ბიუჯეტი როგორ გაიზარდა?

15-03-2024

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში გაზრდილ ბიუჯეტს რომ ანაწილებდა, თუ ეკონომიკა ჩამოშლილია და თუ მართლა სჯერათ იმის,რასაც იტყუებიან, მაშინ ბიუჯეტი როგორ გაიზარდა? - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „იმედი live”-ში.


მისი თქმით, ეკონომიკა რომ ჩამოშლილია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი სასურველი სცენარი, მაგრამ საბედნიეროდ სიცრუეა.


„თუ ეკონომიკა ჩამოშლილია, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში გაზრდილ ბიუჯეტს რომ ანაწილებდა, გახსოვთ ალბათ ყველას, რჩევებით რომ მოვიდნენ, ამდენი აქ წავიღოთ, ამდენი მილიონი აქ გავანაწილოთ, ამდენი ამას დავუთმოთ, ამდენი იმას, თუ ეკონომიკა ჩამოშლილია და თუ მართლა სჯერათ იმის,რასაც იტყუებიან, მაშინ ბიუჯეტი როგორ გაიზარდა და თუ ბიუჯეტის გაზრდის არ სჯერათ, მაშინ პარლამენტში რაღას გვეკამათებოდნენ და მოდიოდნენ ბრტყელი წინადადებებით?“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031