გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

15-03-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ებრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმის შეხვდა. 


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. ხაზი გაესვა ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას.


ყურადღება გამახვილდა ტურიზმისა და ინვესტიციების მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ ამ კუთხით პარტნიორობის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. 


ირაკლი კობახიძემ დიპლომატს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031