19-03-2024
კასპის მუნიციპალიტეტის 8 ახალგაზრდა წარმატებული ძიუდოისტი გერმანიის ქალაქ ბრემენში, ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ძიუდოისტებს გამგზავრებამდე მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი შეხვდნენ.
ახალგაზრდები ბრემენის ტურნირში ქალაქის ძიუდოს კლუბის პრეზიდენტის სპეციალური მიწვევით მიემგზავრებიან, რომელშიც 20 ქვეყნის 800 მოჭიდავე მიიღებს მონაწილეობას.
ვახტანგ მაისურაძემ და შოთა ბეგლარაშვილმა ახალგაზრდებს და მწვრთნელს იოსებ მამულაშვილს ტურნირში წარმატებები უსურვეს და მომავალ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობაში მხარდაჭერაც აღუთქვეს.
13-05-2026
14-09-2026
18-09-2026
14-09-2026