გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა მოსკოვში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს

23-03-2024

საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.


მთავრობა უსამძიმრებს რუს ხალხსა და დაღუპულების ოჯახებს.


"საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031