გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: როცა სასამართლოს დამორჩილება არის მთავარი მიზანი, ბუნებრივია ამაში მონაწილე არასამთავრობო სექტორი და დესტრუქციული ოპოზიცია ერთიანი იქნებიან

25-03-2024

„სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში გარე ძალები აქტიურად მონაწილეობენ და ეს ხორციელდება სწორედ ოპოზიციის უდიდესი ნაწილის და არასამთავრობო სექტორის უშუალო ჩართულობით“, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა.


მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის და დესტრუქციული ოპოზიციის ერთობას, საქართველომ უნდა დაუპირისპიროს ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებზე იქნება მორგებული.


„სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში გარე ძალები აქტიურად მონაწილეობენ და ეს ხორციელდება სწორედ ოპოზიციის უდიდესი ნაწილის და არასამთავრობო სექტორის უშუალო ჩართულობით. ამიტომ როცა სასამართლოს დამორჩილება არის მთავარი მიზანი, ბუნებრივია ამაში მონაწილე არასამთავრობო სექტორი და დესტრუქციული ოპოზიცია ერთიანი იქნებიან. თუმცა, მათ ამ დესტრუქციულ და ნეგატიურ ერთობას უნდა დავუპირისპიროთ თავისუფალი სასამართლო, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებზე იქნება მორგებული," - განაცხადა ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728